სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ აღიარებაზე

საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე განაცხადა.
სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევი აცხადებს რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. ამის შესახებ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ სხდომაზე ისაუბრა.
„არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ამასთან, აზერბაიჯანული მედიი