მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„ვაგნერის“ დაჯგუფებამ ბახმუტიდან ქვედანაყოფის გაყვანა დაიწყო

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დღეს, 25 მაისს განაცხადა, რომ დაიწყეს ქალაქ ბახმუტიდან საბრძოლო ქვედანაყოფების გაყვანა.

პრიგოჟინის განცხადება მისმა პრესსამსახურმა ტელეგრამ-არხით გაავრცელა.
„ჩვენ გავიყვანთ ბახმუტიდან ქვედანაყოფებს პირველ ივნისამდე და ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ, მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ იმ მებრძოლებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ბახმუტის აღებაში“, – აღნიშნულია პრიგოჟინის პრესსამსახურის ტელეგრამარხზე გავრცელებულ ჩანაწერში.
ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებლის თანახმად, 1 ივნისამდე ქვედანაყოფების ძირითადი ნაწილი ზურგის ბანაკებში გადაინაცვლებს, პოზიციებს სამხედროებს გადასცემენ და თუ მათ გაუჭირდებათ, ქალაქში დარჩებიან ისინი, ვინც ბახმუტის დაპყრობაში ძირითადი როლი შეასრულა.

პრიგოჟინმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ “ვაგნერმა” ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლი დაამყარა.უკრაინის ხელისუფლებას ქალაქ ბახმუტის აღების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

21 მაისს, პრეზიდენტმა პუტინმა “ვაგნერელებს” და რუსეთის არმიის სამხედროებს “მიულოცა არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულება”. რუსეთი ბახმუტს არტიომოვსკად მოიხსენიებს.
22 მაისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ “ვაგნერელები” ბახმუტს დატოვებენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში.
24 მაისს, ევგენი პრიგოჟინმა პოლიტტექნოლოგ კონსტანტინ დოლგოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ ბახმუტისთვის ბრძოლაში დაკარგა 20 000-მდე მეომარი და მათი ნახევარი ყოფილი პატიმარი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button