მნიშვნელოვანირეგიონი
26 მაისის საზეიმო ღონისძიება კახეთის რეგიონებში ევროკავშირის დროშის გარეშე გაიმართება

26 მაისის საზეიმო ღონისძიებები თელავშიც ევროკავშირის დროშების გარეშე ჩატარდება.
თელავში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო დეკორაციებში, ევროკავშირის დროშა ვერ მოხვდა.
ქალაქის ცენტრალური ქუჩებზე, გასული წლისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოს დროშები ფრიალებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ ქუჩების დეკორაციებით გაწყობა ცენტრალიზებული წესით მოხდა და გადაწყვეტილება ადგილზე არ მიუღიათ.
მხოლოდ საქართველოს დროშებია გამოფენილი კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
შეგახსენებთ, ევროკავშირის დროშები ვერ მოხვდა თბილისში, პარლამენტის წინ განთავსებულ საზეიმო დეკოაციებშიც, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.