მნიშვნელოვანირეგიონი

ავარიის შედეგად დაშვებული არასრულწლოვნის მდგომარეობა რთულია

თელავში , ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი, თბილისში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, ავარიის შედეგად დაშვებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, რის გამოც კატასტროფის მედიცინის ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ მცირეწლოვანს, ავტომობილი დედის თვალწინ დაეჯახა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, დღეს მოხდა.

8 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა სკოლიდან გამოსული ბიჭი გზაზე გადასვლას ცდილობდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button