მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთს ბახმუტის აღების მცდელობისას 60 000-ზე მეტი სამხედრო დაეღუპა და დაეჭრა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 25 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების 15 ფრთოსანი რაკეტა და 21 დრონი გაანადგურეს. ძირითადი თავდასხმა რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიიტანეს გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა თავდასხმის დროს ირანული შაჰიდის დრონები გამოიყენეს. რუსებმა იერიშის მიტანა უკრაინის დედაქალაქზე დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყეს.
გენშტაბში ამბობენ, რომ ფრთოსანი რაკეტები უკვე გვიან, ღამის საათებში გამოიყენეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათი ჩამოგდება შეძლეს.
და 2 საზენიტო მართვადი რაკეტით – ქალაქ ხარკოვზე. გენშტაბის ცნობით, კიევში მოწინააღმდეგის ყველა რაკეტა გაანადგურეს. უკრაინის დედაქალაქზე 1 ივნისს განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 9 წლის გოგო.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 46 საავიაციო დარტყმაც და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 107-ჯერ დაცხრილეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 25 შეტევა მოიგერიეს. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მოწინააღმდეგე თავდაცვას განაგრძობს.

გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 4 – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 9 რაიონი, მართვის პუნქტი, 5 საარტილერიო ქვედანაყოფი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

რუსეთს ბახმუტის აღების მცდელობისას 60 000-ზე მეტი სამხედრო დაეღუპა და დაეჭრა. ამის შესახებ Sky news-ს ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა ისაუბრა.

ოფიციალურმა პირმა, ასევე, თქვა, რომ რუსეთის დანაკარგების ჯამური რაოდენობა 200 000-ს აჭარბებს და არ არის ნიშნები, რომ უკრაინამ კონტრშეტევა უახლოეს კვირებში დაიწყოს. გასულ თვეს კრემლმა განაცხადა, რომ აირეს ბახმუტი, დაახლოებით ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ.

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბახმუტის აღება, სავარაუდოდ, რუსეთს დაუჯდა მინიმუმ 60 000 მსხვერპლი (დაღუპული და დაშავებული) ბახმუტ-პოპასნას სექტორში ერთი წლის ბრძოლის განმავლობაში”, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ხედავენ, რომ ბახმუტიდან გადიან “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები. მათი შეფასებით, ამ ძალოვანი ელემენტების ჩანაცვლება მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას რუსეთის ისედაც გადატვირთული რეგულარული ძალებისგან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 2 ივნიდამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით – 208 910
​ტანკი – 3 819
ჯავშანტექნიკა – 7 490
საარტილერიო სისტემა – 3 501
სარაკეტო სისტემა – 575
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 335
თვითმფრინავები – 313
ვერტმფრენი – 298
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 137
საკრუიზო რაკეტები – 1 117
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 267
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 465.

მსგავსი პოსტები

Back to top button