მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაპირებები კვლავ გრძელდება

ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა გამოცემა “ვაშინგტონ პოსტთან” ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას უოლესმა მიუთითა გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაზე.

მისი თქმით, ნატო-მ ისევე, როგორც ევროკავშირმა, უკრაინის მსგავსი ასპირანტი ქვეყნებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემით, წარსული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს. ამასთან, უოლესმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა მზად არის, უკრაინასთან ორმხრივი ან მრავალმხრივი თავდაცვის შეთანხმებები გააფორმოს და მიიღონ გრძელვადიანი გეგმები უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს რეალური შესაძლებლობა, წელს ყირიმი დაიბრუნოს, რადგან რუსეთის ძალებს საჭირო აღჭურვილობა ეწურებათ.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ “ძალიან შორს არიან” ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან. მან ასევე დაამატა, რომ მომავალში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს ევროპელი წევრების სტატუსისგან.

“ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, საქმე არ არის წევრობის დამყარებაზე… ჩვენ ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა მხარი დავუჭიროთ უკრაინას”, – თქვა შოლცმა პრესკონფერენციაზე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე შეხვედრაზე მოლდოვაში.

შეკითხვაზე ქვეყნის მიმართ უსაფრთხოების შესაძლო გარანტიების შესახებ, შოლცმა დასძინა, რომ ისინი უნდა იყოს შემუშავებული ისე, რომ უზრუნველყონ უკრაინის ის უსაფრთხოება, რომელიც მას სჭირდება თავდაცვისთვის, სტაბილიზაციისთვის.

“უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოლდოვაში გამართული სამიტის შემდეგ. რიში სუნაკის თქმით, ვლადიმერ პუტინს უგზავნიან ძლიერ სიგნალს, რომ არსად წასვლას არ აპირებენ და განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება.

„რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა უოლესმა.

მისი თქმით, რიგი ქვეყნები მზად არიან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი „თავდაცვის პაქტები“ უკრაინასთან და მხარი დაუჭირონ გრძელვადიან გეგმებს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად, რათა უზრუნველყონ, რომ მომავალში უკრაინაში შეჭრა ძვირი დაუჯდება რუსეთს თუ ვინმე სხვას. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ ამგვარი ორმხრივი შეთანხმებები შეიძლება წარმატებული იყოს რუსეთის შეკავებაში, რადგან „რუსეთის სახმელეთო ძალები საგრძნობლად შესუსტდება მომდევნო 10 წლის განმავლობაში“.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები კვლავ უჭერენ მხარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და მის დაფინანსებას ისე, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად კიევზე ზეწოლას არ ახორციელებენ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისთვის გასაგებია რომ ახლა, შუა ომის დროს “შეუძლებელია” უკრაინის NATO-ში გაწევრიანება.

როგორც ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, ალიანსთან შეერთება ამ დრომდე რჩება უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიად.

“ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ და გვესმის, რომ NATO-ს არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩავითრიოთ ომში,

ამიტომაც გვესმის, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით NATO-ს წევრი ქვეყანა, სანამ ომი გრძელდება. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ეს არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელი იქნება,” – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი უკრაინას დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button