მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი “კონსერვატიული პარტიის” ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლას აპირებს

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის ასარჩევ მარათონში შესაძლოა, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა.

ბრიტანული გამოცემები, „თაიმსი“ და „დეილი ტელეგრაფი“ ავრცელებენ ცნობას, რომ ბორის ჯონსონი, რომელმაც „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობა მიმდინარე წლის ივლისში, სკანდალების შემდეგ დატოვა, უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად ემზადება.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჯონსონი მიიჩნევს, რომ ეს „ეროვნული მნიშვნელობის“ საკითხია.

ლიდერის შერჩევის ზუსტი წესები ჯერ არ არის ცნობილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონსერვატორები შესაძლოა, ერთ კანდიდატზე შეთანხდნენ.
ცნობისთვის, ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 45 დღის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

როგორც მან აღნიშნა: „ვაღიარებ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“.

მსგავსი პოსტები

Back to top button