მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირანული „შაჰიდებში“ ნაპოვნია უკრაინის პარტნიორი ქვეყნების წარმოებული ნაწილები

ირანულ „შაჰიდებში“, რომლითაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიას ესხმის თავს, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„ჩვენ დავშალეთ ირანული „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და სამწუხაროდ აღმოვაჩინეთ ნაწილები, რომელიც არ არის წარმოებული არც ირანში და არც რუსეთში“, – აღნიშნა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, ვარაუდობს, რომ ნაწილები ომის დაწყებამდეა შეძენილი, რადგან უპილოტო საფრენი აპარატები 2019-2021 წლებშია წარმოებული. ამასთან ერთად, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია გარკვევა, დაწესებული სანქციების მიუხედავად, როგორ ხვდება დასავლური სათადარიგო ნაწილები რუსეთში.

მსგავსი პოსტები

Back to top button