მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი – ნამდვილად იგრძნობს-უკრაინა კონტრშეტევას იწყებს

ომის 465 დღე უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Wall Street Journal-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინა ოკუპანტების წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის.

“ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რამდენი დრო დაგვჭირდება. სიმართლე გითხრათ, ეს, შესაძლოა, ბევრი მიმართულებით წავიდეს, განსხვავებული მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მზად ვართ”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას სურს ჰქონდეს დამატებითი რესურსი კონტრშეტევისთვის, მას არ შეუძლია თვეები ლოდინი.

„ზუსტად არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება და რა ფასს გადავიხდით“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას და სარდლობას მტკიცედ სჯერა კონტრშეტევის წარმატების.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება დამატებითი პატრიოტის კომპლექსები, რათა დაიცვას როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე

აქამდე საუბარი იყო, რომ უკრაინა კონტრშეტევას, სავარაუდოდ, მაისში დაიწყებდა – როგორც გამოცემა The New York Times წერდა, უკრაინა კონტრშეტევის მაისში დასაწყებად ემზადებოდა.

უკრაინელი ოფიციალური პირებიც მიანიშნებდნენ კონტრშეტევის უახლოეს მომავალში დაწყების შესახებ. მაგალითად, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აცხადებდა, რომ უკრაინას იარაღის საჭირო მინიმუმი უკვე ჰქონდა და სავარაუდოდ, კონტრშეტევას მალე დაიწყებდნენ.

14 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ კონტრშეტევის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე იქნებოდა – მას არ დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ საზოგადოება ამას აუცილებლად იხილავს, ხოლო რუსეთი – ნამდვილად იგრძნობს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს იმედი აქვს, რომ კონტრშეტევა შეცვლის ომის დინამიკას.

მსგავსი პოსტები

Back to top button