მექსიკაში წყლიდან ტაძარი აღმოცენდა [Photo]
მექსიკის სამხრეთ ნაწილში, ძლიერი გვალვის შედეგად, ნესაუალკოიოტლის წყალსაცავის ზედაპირზე მე-16 საუკუნის ტაძრის ნანგრევები გამოჩნდა, – გვაცნობებს ბრიტანული გაზეთი The Independent.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყალსაცავში წყლის დონემ 25 მეტრით დაიწია.
ტაძრის სიმაღლე სამრეკლოიანად 16 მეტრს შეადგენს. იგი ესპანელმა კოლონისტებმა მე-16 საუკუნეში ააგეს, მაგრამ მომდევნო ასწლეულში, შავი ჭირის ეპიდემიის გამო, ტაძარი დაცარიელდა. ნაგებობა წყლის ქვეშ 1966 წელს აღმოჩნდა, როცა შორიახლოს კაშხალი ააშენეს.