მნიშვნელოვანირეგიონი
სტიქია კახეთში_გადაუღებელმა წვიმამ სახლები დატბორა

სტიქია კახეთში- გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპლიტეტი დააზარალა.
ძლიერი წვიმის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
სიღნაღში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, გადავსებულია სანიაღვრე არხები.
მოვარდნილმა წყალმა ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ქვა-ღორღი ჩაიტანა.
ამ დროისათვის, გადაადგილება შეფერხებულია წნორი – სიღნაღის საავტომობილო გზაზე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სიღნაღის მერი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
ძლიერი წვიმა იყო თელავშიც, სადაც მოვარდნილმა წყალმა, რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები და ავტოფარეხები დატბორა.