მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი -იენსენი

ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებით, უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ. ინფორმაციას ნორვეგიული გაზეთი “ვერდენს განგი” ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა იენსენმა.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებში სურს რუსეთთან მოლაპარაკება.

ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა „შეცდომა“ უწოდა განცხადებას, სადაც მან უკრაინის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ კიევის მიერ მოსკოვისთვის ტერიტორიების დათმობა დაუშვა. როგორც ნორვეგიული მედია წერს, ნატო-ს მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ მისი განცხადება „ფართო დისკუსიის ნაწილი იყო და ეხებოდა უკრაინაში მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარებს“.

„მე არ უნდა მეთქვა ეს ამგვარად. ეს იყო შეცდომა“, – განაცხადა სტიან იენსენმა.

„თუ – და მე ხაზი გავუსვი ამ სიტყვას – თუ – თქვენ მიხვედით იმ წერტილამდე, როდესაც შეგიძლიათ მოლაპარაკებების წარმართვა, მაშინ სამხედრო სიტუაცია ბრძოლის ველზე, ანუ ვინ რას აკონტროლებს, ითამაშებს ცენტრალურ როლს და აუცილებლად ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ როგორი იქნება ამ ომის შესაძლო შედეგი“, – განაცხადა იენსენმა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ, ნატო უჭერს მხარს უკრაინას და ეხმარება. მისივე თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკებების დრო და თემატიკა თავად უკრაინამ უნდა განსაზღვროს.

“ჩვენი ტერიტორიის “ნატო-ს” ქოლგაზე გაცვლა? უცნაურია. ანუ გააზრებულად წავიდეთ დემოკრატიის მარცხზე, გლობალური დამნაშავის წაქეზებაზე, რუსული რეჟიმის კონსერვაციაზე, საერთაშორისო სამართლის დამარცხებასა და ომის სხვა თაობებზე გადატანაზე”- ამ სიტყვებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტიან იენსენის განცხადებას.

პოდოლიაკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცუდი მშვიდობის დამყარების მცდელობები მსოფლიოს მშვიდობის მაგივრად მოუტანს სირცხვილსა და ომს.

იენსენი გააკრიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმაც.

,,დისკუსია ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვთვლიდით, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, ტერიტორიებით არ ვაჭრობს” – აცხადებს ოლეგ ნიკოლენკო.

ცნობისთვის, “ნატო-ს” გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენიმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.

მსგავსი პოსტები

Back to top button