მნიშვნელოვანისიახლეები

მთავრობამ ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა-სახელმწიფო დაცვის დანიშვნა 26 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა.

განკარგულება საქართველოს მთავრობის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული და მას ირაკლი კობახიძე 2024 წლის 10 ოქტომბერს აწერს ხელს.სახელმწიფო დაცვის დანიშვნა 26 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის No73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს.

2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა

ცნობისთვის, “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან გაუგრძელდეს თანამდებობის პირს და მისი ოჯახის წევრებს აღნიშნული პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი არ არის და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button