მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უკრაინაში 272 940 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის ქალაქ ხერსონის მერი რუსეთის ტყვეობაშია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 272 940 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4623
ჯავშანტექნიკა – 8834
საარტილერიო სისტემა – 6027
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 776
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 525
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4769
ფრთოსანი რაკეტა – 1462
გემი/ნავი – 20
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8571
სპეცტექნიკა – 901
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა” დაადასტურა, რომ უკრაინის ქალაქ ხერსონის მერი იჰორ კოლიხაევი, რომელიც პოსტს 2022 წელს რუსეთის შეჭრის დროს იკავებდა, ტყვეობაშია.
ამის შესახებ კოლიხაევის ვაჟმა სვიატოსლავმა განაცხადა. მისივე თქმით, მერის ზუსტი ადგილმდებარეობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
„წითელ ჯვარს დავუკავშირდი და მათ მხოლოდ მითხრეს, რომ რუსულმა მხარემ მამაჩემი სამხედრო ტყვეთა სიაში შეიყვანა“, – თქვა სვიატოსლავ კოლიხაევმა.
იჰორ კოლიხაევი ხერსონის ქალაქის ადმინისტრაციას 2020 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა. გასული წლის მარტში ქალაქი რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.
ივნისში სამხედროებმა მერი პირდაპირ თავისი ოფისიდან წაიყვანეს გაურკვეველ ადგილას. დიდი ხნის განმავლობაში კოლიხაევი დაკარგულად ითვლებოდა.
2022 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარები დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გავიდნენ და დატოვეს ხერსონი.
ახლა ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას უკრაინის სამხრეთის რეგიონის სამხედრო პროკურორის ყოფილი მოადგილე რომან მროჩკო ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button