თუ დავუშვებთ უკრაინის დანაწევრებას არცერთი ქვეყანა აღარ იქნება უსაფრთხოდ-ბაიდენმა მსოფლიოს უკრაინის დახმარებისკენ მპოუწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 19 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვლისას მოუწოდა მსოფლიოს სახელმწიფოების ლიდერებს, მხარში დაუდგნენ უკრაინას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
ბაიდენმა თქვა, რომ თუ დავუშვებთ უკრაინის დანაწევრებას, არცერთი ქვეყანა აღარ იქნება უსაფრთხოდ. ბაიდენის სიტყვებით: …“ამ შიშველ აგრესიას დღეს უნდა აღვუდგეთ წინ, რათა შევაჩეროთ პოტენციურ აგრესორები ხვალ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის ომს უწოდა უკანონო დაპყრობითი ომი.
ბაიდენი, დემოკრატიული პარტიის წევრი, რომელმაც თავის მოკავშირეებს მოუწოდა უკრაინისთვის მხარდაჭერისკენ, გააკრიტიკა ვაშინგტონში კონგრესის ზოგიერთმა რესპუბლიკელმა წევრმა, რომლებსაც სურთ, რომ აშშ-მა ნაკლები თანხები დახარჯოს საომარი მოქმედებზე.
ბაიდენმა თავის გამოსვლაში გაიმეორა გაეროს გენერალური მდივნის ნათქვამი, რომელიც ანტონიუ გუტერეშმა, ასამბლეის გახსნისას თქვა, რომ უკრაინაში „რუსეთის შეჭრამ საშინელებათა კვანძები გახსნა“.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი და ამერიკის ოფიციალური პირები ყურადღებას გაამახვილებენ მდგრადი განვითარების და ინფრასტრუქტურებისთვის რესურსების მობილიზაციაზე, ასევე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე.
ნიუ-იორკში 19 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოდის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ჯო ბაიდენს, ასევე კონგრესის ზოგიერთ ლიდერს შეხვდება.
აშშ-ში ზელენსკის სტუმრობისთვის ვაშინგტონმა მოამზადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის.
თავისი გამოსვლის შემდეგ, 19 სექტემბერს ჯო ბაიდენი ხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, რათა მსოფლიოს ცხელი წერტილების გარშემო ისაუბრონ. მოგვიანებით დაგეგმილია ბაიდენის შეხვედრა შუა აზიის ხუთი ქვეყნის სამიტის მონაწილეებთან.
20 სექტემბერს ბაიდენი მოილაპარაკებს ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულასთან და გამართავს პირველ პირად შეხვედრას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მას მერე, რაც ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში დაბრუნდა.
ამერიკის შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უკრაინელების მხარდაჭერას გააგრძელებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის დაუფარავ აგრესიას ებრძვის და არ დაუშვებს უკრაინის დანაწევრებას და სხვა ქვეყნის უსაფრთხოების შელახვას, – აღნიშნული განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.
„რუსეთი ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება და მისცემს მას საშუალებას იძალადოს უკრაინაზე და არ აგოს ამაზე პასუხი. მაგრამ მე დაგისვამთ შეკითხვას: თუ ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს ძირითად პრინციპებზე, რათა დავაწყნაროთ აგრესორი, შეუძლია თუ არა ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ის დაცულია? თუ მივცემთ მას უკრაინის დანაწევრების ნებას, იქნება თუ არა ნებისმიერი ერის დამოუკიდებლობა უსაფრთხო?” – განაცხადა ბაიდენმა.
გარდა ამისა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის შეიარაღების კონტროლის შეთანხმებებიდან გამოსვლა დაგმო. მისი თქმით, თანამშრომლობა და პარტნიორობა გლობალური გამოწვევების გასაღები და ამ საკითხებში ლიდერობის საფუძველია.
“არგავრცელების ხელშეკრულების ფარგლებში 50 წელზე მეტი ხნის წინსვლის შემდეგ, რუსეთი არღვევს შეიარაღების კონტროლის ხანგრძლივ შეთანხმებებს, მათ შორის New START-ის შეჩერების შესახებ განცხადებას… მე მას ვუყურებ, როგორც უპასუხისმგებლობას და ეს მთელ მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის” – თქვა ბაიდენმა.
მანვე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა თავისი ბოლო დარჩენილი ქიმიური საბრძოლო მასალები მარაგი მიმდინარე წელს, რათა ხელი შეუწყოს მსოფლიოს ქიმიური იარაღისგან თავისუფალ დაცვას.