მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრანის დახმარება კვლავ გრძელდება- მეგობარი ქვეყნები ბრძოლის ველზე იარაღს უგზავნიან

ჩეხეთმა, დანიამ და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის აღჭურვილობისა და იარაღის სამომავლო მიწოდებასთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, ჩეხეთი აწარმოებს და განაახლებს იარაღს, დანია და ნიდერლანდები კი ამისთვის ფულს გადაიხდის.

დანია უკრაინას კიდევ 45 ტანკს გადასცემს, მათ შორის 30 “ლეოპარდს” და 15 მოდერნიზებულ საბჭოთა წარმოების T-72 ტიპის ტანკს. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროლს ლუნდ პულსენმა, უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის მე-15 შეხვედრაზე (რამშტეინის ფორმატი) განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინელი სამხედროები T-72 ტანკების გამოყენებას დაუყოვნებლივ შეძლებენ, “ლეოპარდების” ეკიპაჟმა კი დამატებითი მომზადება უნდა გაიარონ.

სამხედრო დახმარება დაახლოებით 830 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც დანიამ გასულ კვირას დაზუსტების გარეშე გამოაცხადა.

მანამდე დანიამ შეიძინა და უკრაინას მიაწოდა 100 “ლეოპარდი,” გერმანიასთან და ნიდერლანდებთან თანამშრომლობით. ამ პაკეტის პირველი 10 ტანკი უკრაინაში სექტემბრის დასაწყისში ჩავიდა. მათივე ცნობით, კოპენჰაგენი კიევს ასევე უგზავნის იარაღის დამატებით არსენალს, საბრძოლო მასალასა და ნაღმებს.

„იზიარებენ აზრს, რომ მრეწველობის მარაგებიდან და წარმოებიდან მასალების მუდმივი მიწოდება სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებისთვის. “- ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

ამასთანავე, ნორვეგიის მთავრობა ასევე გეგმავს უკრაინას დაახლოებით 50 სატვირთო გადამზიდი გადასცეს, რომელთაც “შეუძლიათ ბორბლიანი მანქანებისთვის მიუწვდომელ რელიეფზე მანევრირება.”

ნორვეგია უკრაინისთვის დაახლოებით 50 სატვირთო მანქანის მიწოდებას გეგმავს. როგორც უკრაინული მედია, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრზე, ბიორნ არილდ გრამზე დაყრდნობით წერს, რომ სატვირთო მანქანები განკუთვნილია საქონლის მიწოდებისთვის იმ ადგილებში, სადაც გზები არ არის.

გარდა ამისა, ასეთ მანქანებს შეუძლიათ მანევრირება ბორბლიანი მანქანებისთვის მიუწვდომელ რელიეფზე. შეუძლიათ საბრძოლო მასალის, საკვებისა და წყლის ტრანსპორტირება უკრაინელი სამხედროებისთვის საველე პირობებში.

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საუბარია ტანკების, ჰაუბიცების, იარაღის, ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, ელექტრონული საომარი ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.

შეთანხმების მიხედვით, უკრაინა აცნობებს ჩეხეთს რა სჭირდება მას, ჩეხური სამხედრო-სამრეწველო კომპანიები წარუდგენენ განაცხადებს თავდაცვის სამინისტროს ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ხოლო თავდაცვის სამინისტრო გადასცემს შეფასებებს დანიასა და ნიდერლანდებს.

ამავე შეთანხმებით, უკრაინა უახლოეს თვეებში მიიღებს 15 მოდერნიზებული T-72 ტანკს. დანიამ ამის შესახებ ოფიციალურად უკვე გააკეთა განცხადება.

მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკული M1 Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, სავარაუდოდ, მალე შევლენ, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

ოსტინმა მოუწოდა კიევის პარტნიორებს დაეხმარონ მას სხვა მნიშვნელოვანი იარაღის სისტემების მიწოდებაშიც, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა და საარტილერიო საბრძოლო მასალა.

„ისტორია აჩვენებს მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე პუტინის დაუდევარი, სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის მთელ უგუნურებას. ამ ომში დრო პუტინის სასარგებლოდ არ მუშაობს. დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეზე, რომელიც იწყებს იმპერიულ ომს და დრო არასოდეს არის აგრესიის მხარეზე. უკრაინელი ხალხი თავდაცვის მიზნით იბრძვის სამართლიანი მიზნისთვის. ისინი იბრძვიან თავიანთი მომავლის გადასარჩენად და თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, მთელი ამ ტრაგიკული ომის განმავლობაში პუტინი ცდილობდა უკრაინელი ხალხის დემორალიზებას და ამის ნაცვლად მან რუსი სამხედროების დემორალიზება მოახდინა, კრემლმა კი თავისი აშკარა აგრესიის გამო საკუთარი თავის იზოლირება მოახდინა.

„ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით დიდხანს ვიდგებით“, – აღნიშნა ოსტინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button