მოსკოვი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები
მეგობარი ქვეყნები საბრძოლო მოქმედებებს გმობენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს განაცხადა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ მოსკოვი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაბრუნდნენ დიპლომატიური ძალისხმევას.
“სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნებს შორის ინტერესთა ბალანსი, რათა საფუძველი ჩაეყაროს გრძელვადიან და მდგრად მშვიდობას. მოსკოვი შეშფოთებულია სიტუაციის მკვეთრი ესკალაციის გამო. რუსეთი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაბრუნდნენ დიპლომატიური ძალისხმევას,” – აცხადებს მარია ზახაროვა.
აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი წერს.
ბერბოკმა ბაქო სამხედრო მოქმედებებისგან თავის შეკავების დაპირების დარღვევაში დაადანაშაულა.
„აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, ეს არის გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს. ბოლო დღეებში ევროკავშირის, აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით დეესკალაციის შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებები იმართებოდა. ბაქოს დაპირება, თავი შეიკავოს სამხედრო მოქმედებებისგან, დარღვეულია“, – წერს ბერბოკი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ამის შესახებ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“, – წერს მიშელი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშიშოების საბჭოს სხდომას მართავს.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აზერბაიჯანს ყარაბაღში ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს.
„ალიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში არის კოდური სიტყვა სომხების ეთნიკური წმენდისთვის. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაზე და უზრუნველყოს სომხეთის მთავრობისთვის ყველა საჭირო დახმარება“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ფაშინიანის პრესმდივნის, ნაზელი ბაღდასარიანის განცხადებაშია აღნიშნული.
„მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის თავდასხმის შემდეგ მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ძალის გამოყენების დაუშვებლობას და დეესკალაციისთვის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას“, – აცხადებს ბაღდასარიანი.
მისივე თქმით, ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა.
„ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ძალის გამოყენების დაუშვებლობას და დეესკალაციის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, საფრანგეთი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდის”, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სომხეთის პრემიერზე, ნიკოლ ფაშინიანზე რიტორიკულ კითხვას სვამს: „გამოიცანით, რა ბედი ელის მას“.
„ერთ დღეს ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ მოძმე ქვეყნიდან მითხრა: „მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, არ მიმიღებთ“. მე ვუპასუხე, რაც უნდა მეპასუხა: „ჩვენ ვიმსჯელებთ არა ბიოგრაფიით, არამედ მოქმედებებით”. შემდეგ მან წააგო ომი, მაგრამ უცნაურად დარჩა თავის ადგილას. შემდეგ მან გადაწყვიტა რუსეთისთვის დაებრალებინა თავისი უღიმღამო დამარცხება. შემდეგ მან დათმო თავისი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. მერე ნატო-სთან ფლირტი გადაწყვიტა და ცოლი გამომწვევად წავიდა ჩვენს მტრებთან ფუნთუშებით. გამოიცანით რა ბედი ელის მას…“ – წერს „ტელეგრამში“ მედვედევი.
შეგახსენებთ აზერბაიჯანულმა არმიამ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მოტივით, “ანტიტერორისტული ღონისძიებების” დაწყების შესახებ განაცხადა.
მთიან ყარაბაღში უკვე ისმის საჰაერო განგაშის სიგნალი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყარაბაღში ინტენსიურად იბომბება სომხური ძალების პოზიციები.