ქარიშხალმა “პატრიციამ” მექსიკას შეუტია [Video/Photo]
ქარიშხალმა “პატრიციამ”, რომელიც მეტეო-მონიტორინგის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ტროპოკულ გრიგალად ითვლება, შაბათ ღამეს მექსიკის ტერიტორიას მიაღწია, – გადმოსცემს Reuters.
სააგენტოს ინფორმაციით, მეტეოროლოგიური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა ქარიშხლის კატეგორია, საფირ-სიმფსონის სკალით, მოსალოდნელი 5-დან 2 ბალამდე დააქვეითა, რიც გამოც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკურორტო ქალაქ პუერტო-ვალიარტიდან ევაკუირებულ ტურისტებს სასტუმროებში დაბრუნების უფლება დართო.
“მადლობა ღმერთს, რომ ქარიშხალი ძალიან ძლიერი არ აღმოჩნდა”, – აღნიშნა ამერიკელმა ქალბატონმა, რომელიც მექსიკაში ისვენებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, “პატრიცია” ნელ-ნელა კიდევ უფრო შესუსტდება და ტროპიკულ შტორმად იქცევა.
ოფიციალური ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21172″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]