მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მელიტოპოლში დანაკარგების გამო რუსეთი იძულებულია რეზერვები გამოიყენოს

რუსეთი უკრაინელების წინსვლის შესაკავებლად წარუმატებელ შეტევებს ახორციელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, მელიტოპოლში დანაკარგების გამო, რუსეთი იძულებულია რეზერვები გამოიყენოს.

“მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით. მათ ჯარების გადაადგილება და რეზერვების გამოყენება უწევთ.

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეტევა მელიტოპოლის მიმართულებით, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში წარმატებით მოიგერიეს. კერძოდ, საუბარია ვერბოვოზე, მალაია ტოკმაჩკაზე, რაბოტინოსა და ნოვოდანილოვკაზე”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

ამასთან, 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების თავდასხმები ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და მელიტოპოლის მიმართულებით მოიგერიეს.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინელების წინსვლის შესაკავებლად წარუმატებელ შეტევებს ახორციელებს.

“რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინული არმიის წინსვლის შესაკავებლად წარუმატებელ შეტევებს ახორციელებენ. რუსები ცდილობენ უკრაინელების შეკავებას როგორც ორეხოვოს, ისე ბახმუტის მიმართულებით, თუმცა ორივე მიმართულებით უკრაინის ჯარებმა შეტევები მოიგერიეს”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსული არმიის შეტევითი მოქმედებები გაუაზრებელია. ისინი აცხადებენ, რომ რუსულ ძალებს საბრძოლო მასალის ნაკლებობა აქვთ და ამასთან, სამხედრო პერსონალის დიდ დანაკარგს განიცდიან.

“ბოლო 9 თვის განმავლობაში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაამტკიცეს, რომ მათ არ შეუძლიათ შეტევითი ოპერაციების განხორციელება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button