მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჰამასის თავდასხმებს ჯამში 1300-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში “ჰამასის” მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლული ჯარისკაცების უმრავლესობის იდენტიფიცირება მოახდინა. არმიამ 222 დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს მიაწოდა ოფიციალური ინფორმაცია.

როგორც The Times Of Israel წერს, დაღუპული ჯარისკაცების იდენტიფიცირება სწრაფად მოხდა, რადგან მონაცემთა ბაზაში მათ სამხედროების თითის ანაბეჭდები აქვთ. ისრაელის თავდაცვის უწყება დაღუპული სამხედროების დაკრძალვას პარასკევს გეგმავს.

რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, 854 ცხედრიდან მხოლოდ 361-ია იდენტიფიცირებული. დაშავებულთა რიცხვი კი 3 300-ია, მათ შორის 28 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 350 კი მძიმედაა.

მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა სახლებში და მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს.
„ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი, სულ მცირე, 150-მდე ადამიანის ბედი უცნობია.

მათივე ინფორმაციით, “ჰამასის” მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგად 1,300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button