თვითმფრინავი, რომელსაც რუსი ტურისტები გადაჰყავდსა შარმ-ელ-შეიხში ავარიულად დაეშვა
რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავი, რომელიც ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხიდან რუსეთში, კერძოდ, უფაში მიემგზავრებოდა, აფრენიდან მალევე იძულებული გახდა შარმ-ელ-შეიხის აეროპორტში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი “ბიბისის” ცნობით, ძრავის ტექნიკური ხარვეზი გახდა.
ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ინფორმაციით, ჩარტერული რეისი ტურისტული კომპანია “პეგას ტურისტიკის” ორგანიზებით ხორციელდებოდა. კომპანიის ხელმძღვანელის ცნობით, აფრენის შემდეგ თვითმფრინავში ავარიული სენსორები ჩაირთო. სამგზავრო ლაინერმა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში აეროპორტის თავზე იფრინა.
დასაფრენ ბილიკზე მას სახანძრო და სასაწრაფო დახმარების ბრიგადები ელოდებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ბორტზე 232 ტურისტი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, ტურისტები უკვე დაბრუნდნენ რუსეთში.