9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისმემორიალთან რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები დილიდან მიდიან. ისინიდაღუპულებს იხსენებენ და  მემორიალს ყვავილებით ამკობენ

მემორიალთან შეკრებილებმა 1989 წლის მოვლენები გაიხსენეს და  მის მნიშვნელობაზეისაუბრეს.

ზუსტად 26 წლის წინ, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმათბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს,რასაც მსხვერპლი მოჰყვა
სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დარბევის შედეგად, 21ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელიშემადგენლობის აირით მოიწამლა
მრავალათასიანი აქციის მონაწილეებისა და მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოსსაბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. 
ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესი საბჭოსთავმჯდომარე ზვიად გამსახურდიამ, რეფერენდუმის საფუძველზე, ეს თარიღი საქართველოსსახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button