კახეთში “სააღდგომო პრემიებზე” 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა
“სააღდგომო პრემია” კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიცა. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციითრვავე რაიონში გაცემული თანხების საერთო ოდენობა 1 მილიონ ლარამდეა. საჯარომოხელეებმა პრემია ხელფასის ერთმაგი ოდენობით მიიღეს.
კახეთში გაცემული პრემიები რაიონების მიხედვით ასეთია. გურჯაანი 145 ათასი ლარი,თელავი, 132 ათასი ლარი, სიღნაღი, 92 ათასი, საგარეჯო 90 ათასი, ლაგოდეხი 117 ათასილარი, ყვარელი 94 ათასი, დედოფლისწყარო 62 ათასი, ახმეტა 83 ათასი ლარი.
პრემიებისა და სახელფასო დანამატების დარიგებას გაუმართლებლად მიიჩნევენადგილობრივები.
რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა კოალიცია“ქართული ოცნებიდან” გაგა ღამბაშიძემ, ადგილობრივ თვითმმართველობას ინიციატივითმიმართა, რომ სააღდგომოდ მიღებული პრემიები ქველმოქმედებაში დაეხარჯათ, თუმცაღამბაშიძის ამ განცხადებას, თანამდებობის პირებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.