გია ლობჟანიძე მინისტრებს საყვედურობს, რატომ არ ჩადიან ლაგოდეხში
გია ლობჟანიძე – საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან “
“მინისტრთა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ლაგოდეხი სასაზღვრო რაიონია”, – ლაგოდეხშიპარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი, მინისტრთა კაბინეტსუყურადღებობისთვის საყვედურობს.
გია ლობჟანიძემ საკუთარი პოზიცია საკრებულოს სხდომაზე დააფიქსირა. იგი მთავრობასმუშაობის სტილს უწუნებს და მოსახლებასთან უფრო მეტ კომუნიკაციას ურჩევს.
მისივე განცხადებით, თვითმმართელობა ვალდებულია ამ საკითხით დაინტერესდეს დაშესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრები დაგეგმოს.
ლობაჟანიძეს საკრებულოს სხდომაზე გამგებელმა უპასუხა. კახა ჯამბურია ამბობს, რომ “ლაგოდეხს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარემოსდაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილიდა რამდენიმე უწყების წარმომადგენელები სტუმრობდნენ”. მისივე თქმით, მინისტრებიადგილზე მაშინ ჩავლეს, როცა კონკრეტული სამუშაოების განხორციელება დაიწყება.