მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპის ჩემპიონამდე მოსახვედრი გზის გავლას, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 32 წელი მოანდომა

ევროპის ჩემპიონამდე მოსახვედრი გზის გავლას, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 32 წელი მოანდომა, 2024 წლის 26 მარტს კი ქვეყანას ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ისტორიული მოგება მოუტანა. დრამატული მატჩი საბერძნეთთან, ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონ გუნდს მოედნის არცერთი სანტიმეტრი არ დაუთმეს, იბრძოლეს ბოლომდე და პენალტების სერიაში ბერძნები ოთხით ორი დაამარცხეს.

დღესასწაული, რომელიც საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ დაავიწყდება.

მატჩის შემდეგ, მოედანზე გადასული მაყურებელი, საქართველოს დროშებით მოფენილი თბილისი, კონცერტი და საერთო-სახალხო ზეიმი.
26 მარტი ქართული და მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივარმა ბუდუ ზივზივაზის ცეკვითაც დაიმახსოვრა.

ახლა წინ სამი თამაშია, თუმცა საქართველო 26 მარტით უკვე გამარჯვებულია.

18 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში თვის პირველ მატჩს მართავს ევროპის ჩემპიონატზე, ეს თარიღი კიდევ ერთ რამით არის გამორჩეული და სიმბოლური ქართული ფეხბურთისთვის, რადგან ამ დღეს მოევლინა ქვეყანას კავკასიელი მაგი, გენიალური 10 ნომერი, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დავით ყიფიანი.

დავით ყიფიანის ტალანტი და გენიალური თამაში ევროპის სტადიონებს კარგად ახსოვთ, ვირტუოზი ფეხბურთელი 1976 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ხოლო 81-ში ევროპის ნაკრების შემადგენლობაში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ ითამაშა. ამავე წელს თბილისი დინამოს შემადგენლობაში მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი.

ცნობილმა ესპანელი ჟურნალისტმა მარიანო ხესუს კამაჩომ დავით ყიფიანს კავკასიელი მაგი შეარქვა. “ევროპულ მოედნებზე შემდეგშიც ისე თამაშობდა, რომ წლები გავიდა, მაგრამ ამ მოგონებებით ლეგენდებში გადაბარგდა“-წერს ჟურნალისტი.

დღეს დავით ყიფიანს 73 წელი შეუსრულდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button