ეიფელის კოშკი დაიხურა

პარიზში სტუმრებისთვის რიგი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და სავაჭრო ცენტრები დაიხურა.

კერძოდ, ტურისტები ვერ მოხვდებიან ეიფელის კოშკსა და პარიზის ცენტრში განლაგებულ უნივერმაგ Le Printemps-ში, – იუწყებიან საფრანგეთის ტელეარხები.

პარიზში, განხორციელებულ ტერაქტთა სერიის შემდეგ, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

14 ნოემბერს, პარიზში ყველა დაგეგმილი მასობრივი ღონისძიება გაუქმდა, დაიხურა მუზეუმები და სასურსათო ბაზრები.
საფრანგეთის ისტორიაში 13 ნოემბრის ტერაქტი ყველაზე სისხლისმღვრელი გახდა. ბოლო მონაცემებით, ტერორისტებს 128 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 კი მძიმედ დაიჭრა.

საფრანგეთში პირველად საგანგებო მდგომარეობა ალჟირის მოვლენების დროს 1954 წელს გამოცხადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button