მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ირანთან ურთიერთობა ჩვენთვის პრიორიტეტია”-ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ

ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 11 ოქტომბერს შეხვედრას მართავენ თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის კულუარებში.

მათი შეხვედრის ფონზე არის საშიშროება, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკონტროლო გახდება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო არენაზე და ჩვენი შეხედულებები მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე ხშირად ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან ირანთან ურთიერთობა ჩვენთვის პრიორიტეტია”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ირანელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით რუსეთში მიიწვია, რაზეც ფეზეშქიანმა თანხმობა განუცხადა.

ეს ფეზეშქიანის და პუტინის პირველი შეხვედრაა, შემდგომი მოლაპარაკება დაგეგმილია 22-24 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ ყაზანში, სადაც ბრიკსის სამიტი გაიმართება.

კრემლის პრესმდივანმა შეხვედრის წინ თქვა, რომ ორი პრეზიდენტი მოილაპარაკებს ორმხრივი ურთიერთობების გარშემო და პესკოვის თანახმად, ისინი შეეხებიან ასევე ახლო აღმოსავლეთის ვითარებას.

თეირანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა განმტკიცდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ომის დაწყებიდან ირანს ბრალად ედება, რომ რუსეთს აწვდის დრონებს, რომლებსაც მოსკოვი უკრაინაში იყენებს. ირანი თავიდან უარყოფდა დრონების მიწოდებას, მაგრამ შემდეგ განაცხადა, რომ ომამდე მიაწოდა რუსეთს დრონების შეზღუდული რაოდენობა. აშშ-მა და ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესეს.
ცნობისთვის, მასუდ ფეზეშქენიანისთვის, ირანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს პირველი შეხვედრაა ვლადიმერ პუტინთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button