ტახმა ბოსფორი გადაცურა და სტამბულელები შეაშინა [Video]

სტამბულის მოსახლეობა გარეულმა ტახმა შეაშინა. მან ბოსფორი გადაცურა და ნავსაბელიდან ხმელეთზე გადავიდა. ტახი ქალაქის ქუჩებში დარბოდა და მოსახლეობას დასდევდა.

ინციდენტი ბეიქოზის რაიონში მოხდა. აგილობრივებმა ცხოველის “თავგადასავალი” ვიდეოზე გადაიღეს და ტელეარხ DonkeyHot TV-ზე განათავსეს.

თურქული პრესის ცნობით, სტამბულში მსგავსი შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს, ქალაქის აღნიშნულ ნაწილში, ტახები საცხოვრებელ უბნებს ხშირად სტუმრობენ

მსგავსი პოსტები

Back to top button