ლატვიურ ევროზე 5 კატა გამოჩნდება
ლატვიის ბანკმა 5 ევროიანი მონეტის გამოშვება დააანონსა, რომელზეც გამოსახული იქნებიან ლატვიელი ავტორის ზღაპრის – “ხუთი კატი”-ს გმიარები: მურისი, ნიურისი, ინცისი, მინცისი და პუნცისი, – გვაცნობებს რეგულატორის საიტი.
ეს “ზღაპრული სერიის” პირველი მონეტაა, სახელწოდებით Pasaku monēta I. Pieci kaķi – “ზღაპრული მონეტა I. ხუთი კატა”.
სამომავლოდ, მოსაჭრელი მონეტების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. გრაფიკული დიზაინის ავტორი, ანიტა პაეგლეა, თაბაშირის მოდელი იანის სტრუპულისმა შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ეს მონეტა კანონით დაწესებული საგადამხდელო საშუალებაა, მაგრამ საეჭვოა, რომ ის ოდესმე ბრუნვაში მოხვდეს. ლატვიის ბანკების სალაროებში მონეტის ღირებულება 39 ევროს შეადგენს და გაყიდვაში დღეიდან, 24 ნოემბრიდან ჩაეშვება.
ამჟამად, მონეტების მაქსიმალური ტირაჟი 10 ათას ეგზემპლარს ითვლის.