მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია-იუკნევიჩიენე

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს ავრცელებს

საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

დღეს საქართველოში არ ჩატარებულა ნამდვილი არჩევნები. ის, რაც მოხდა, იყო ფარსი, ისევე როგორც რუსეთში, ბელარუსში და სხვა ავტოკრატიებში

იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ „საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავისუფალი არჩევნების შედეგად იქნა არჩეული“.

„ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

დღეს, 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს ავრცელებს. ორგანიზაცია “ქართული ოცნების” მხრიდან პროტესტის ესკალაციაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს დაიცვან გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები.

“Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში პროტესტის ესკალაციის გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას და უზრუნველყოს ყველა ადამიანის უფლებები ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების ჩათვლით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედოს სოლიდარულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად ახორციელებენ თავიანთ უფლებებს საქართველოში,” – წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია წერს, რომ საპროტესტო აქციები, რომელიც დაიწყო 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტით, არაერთხელ დაარბიეს გადაჭარბებული ძალის გამოყენებით, ყოველდღიურად განლაგებულმა საპოლიციო ძალებმა.

Amnesty International-ი ასევე აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციების დარბევისას დაფიქსირდა მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევები – “უფლებადამცველმა ჯგუფებმა აღწერეს პოლიციის სისასტიკე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ნაბიჯების შეჩერების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს, როგორც “სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები.” – წერია დოკუმენტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button