მნიშვნელოვანისიახლეები

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ამ დროისთვის, მოძრაობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე შეჩერებულია.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები, აქციის დროს დაკავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები და მათი მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებული პირების გათავისუფლებაა.

საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო

მსგავსი პოსტები

Back to top button