პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი არ გამორიცხავს დააკავონ

ამბრელას დამფუძნებელი, ლუკა ფეიქრიშვილი, არ გამორიცხავს, წინასაარჩევნოდ მისი დაკავება მოხდეს.

ამის შესახებ მან განცხადება საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც გუშინ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე ისაუბრა.

პროგრამისტის აზრით, გუშინ მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას წაღებულ კომპიუტერში შესაძლოა, მოხდეს იმ ინფორმაციის შეყვანა, რაც განაპირობებს მის დაკავებას.

ლუკა ფეიქრიშვილის თქმით, მისი დაკავების შემთხვევაში რეალური მოტივი “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაგეგმილი თანამშრომლობა და მისი ხმაურიანი განცხადებები იქნება.

ამ თემაზე შსს-ში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button