რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ სლოგანით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმში, ევროპის მოედნიდან, აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
პროტესტის 66-ე დღეს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტეს.
მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ სლოგანით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმში, ევროპის მოედნიდან, აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც მეოთხე დღეა მოქალაქეებს კარვები აქვთ გაშლილი და პროტესტის 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან.
აქციის მონაწილეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – მსახიობები, მეზღვაურები, ექიმები შეუერთდნენ.
პერიოდულად იმის შეძახილები – “თავისუფლება მზიას, თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს”.
აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.