მნიშვნელოვანირეგიონი

სიღნაღში “ცოდნის კაფეს” დამაარსებლის მშობლები სამსახურიდან გაანთავისუფლეს

სიღნაღში “ცოდნის კაფეს” დამაარსებლის მშობლები სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

აქტივისტ ქეთი მოლაშვილის მამა, მალხაზ მოლაშვილი 2012 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო, ხოლო დედა, მანანა ჯავაშვილი, წნორის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი იყო.

ინფორმაცია მშობლების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად ქეთი მოლაშვილმა გაავრცელა.

“მამაჩემი გაათავისუფლეს სამსახურიდან.
დედაჩემს ერთ თვიანი გაუფორმეს წინა თვეს
და ახლა ახალი თვეა და არც მისი ხელშეკრულებაა.
მამაჩემი სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო 2012 წლიდან,
ნაცები რომ დავასრულეთ,
პირველი იყო, ვინც გამგეობა-საკრებულოში დასაქმდა და უვადო ხელშეკრულება ჰქონდა.
ამ ახალი წლიდან გადაიყვანეს ხელშეკრულებით, 1 თვიანი გაუფორმეს კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება პარტიას ემსახურა, პირველი დელეგატი იყო,
2012 წელს, საარჩევნო შტაბიც ებარა და მთელი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო ამ ნაბიჯით, 3-3 მანქანა გვაცილებდა სახლში,
2012 წელს, მერიის სამსახურიდან უშვებდნენ იმ ხალხს, ვინც მამაჩემს დაელაპარაკებოდა,
ჩვენს ეზოში მეზობლებიც ვერ შემოდიოდნენ და გვიან გვსტუმრობდნენ,
აი ასეთი კაცი გამოუშვეს.
დედაჩემს ასევე 1 თვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს,
ქალს, რომელიც წნორის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობს და ახლა ყველა ჩუმადაა, ზემოდან მოდის ბრძანებებიო” – დაწერა აქტივისტმა.

31 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გაანთავისუფლეს გდდ- ის ოპერატიული დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმაც.
სამსახურიდან დათხოვნამდე, ბახვა შაიშმელაშვილსაც ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button