მნიშვნელოვანისიახლეები

სააპელაციომაც არ დააკმაყოფილა ISFED-ის სარჩელი კენჭისყრის ახალ წესთან დაკავშირებით

„თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნა ცესკოს მიერ კენჭისყრის დღეს დადგენილი ახალი წესის გაუქმების შესახებ.

8 აპრილს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, შეტანილი ცვლილებებით დამკვირვებლებისათვის სრულად აიკრძალა ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნის უფლება:
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში ცესკო-ს მიერ შეტანილი ცვლილებებით კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთათვის, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისათვის სრულად აიკრძალა ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა. ასეთ აკრძალვას საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს, რითაც ეს ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. მსგავსმა შეზღუდვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ე.წ. „კარუსელის” სქემების, მრავალჯერადი, ყალბი ან არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის შემთხვევების იდენტიფიცირება.

4 აპრილს „სამართლიანმა არჩევნებმა” სადავო დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 8 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

„სამართლიანი არჩევნები” ცესკო-ს მოუწოდებს, რომ გააუქმოს დადგენილებით მიღებული პრობლემური ცვლილებები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საუბარია ცვლილებებზე, რომელიც „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში შევიდა.

„მსგავსმა შეზღუდვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ე.წ. კარუსელის სქემების, მრავალჯერადი, ყალბი ან არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის შემთხვევების იდენტიფიცირება“.

ცვლილების მიხედვით, დამკვირვებელს ეკრძალება:

ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება აწ სხვაგვარი დამუშავება.
ნინო დოლიძის განცხადებას. მოგვიანებით წერილობით უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და “მანიპულირების მორიგი კამპანია” უწოდა.

ცესკოს თანახმად, “საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას”.

გასული, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს პრეზიდენტმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირმაც. სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, არჩევნებზე დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, ასევე იყო ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების, საარჩევნო პროცედურის დარღვევის მრავალი შემთხვევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button