მინისტრი მუხათგვერდის სასაფლაოზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდა. მინდია ჯანელიძემ დაღუპულთა საფლავებზე ყვავილები მიიტანა. თავდაცვის მინისტრი სასაფლაოზე მყოფ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და მათ გვერდში დგომას დაპირდა.