სან-ფრანცისკოდან პარიზში მიმავალი თვითმფრინავი კანადაში დაფრინდა [Photo/video]
ავიაკომპანია Air France-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც სან-ფრანცისკოდან პარიზში რეისს ასრულებდა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის საშიშროების გამო კანადაში საგანგებოდ დაფრინდა.
AF083 რეისის ეკიპაჟმა, უსაფრთხოების მიზნით, მონრეალის აეროპორტში თვითმფრინავის საგანგებო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, – გვაცნობებს საავიაციო პორტალი AirLive.net. https://twitter.com/airlivenet
თვითმფრინავთან პოლიციელები მუშაობენ, ადგილობრივი ხელისუფლება ჩხრეკას აწარმოებს, Air France-ის თანამშრომლები მგზავრებზე ზრუნავენ, – ნათქვამია ავიაკომპანიის Twitter-გვერდზე.
AirLive.net-ის მონაცემებით, მგზავრებმა სალონში 2 საათი გაატარეს. მოგვიანებით მათ თვითმფრინავის დატოვება ტელეფონების გარეშე მოსთხოვეს. მიმდინარეობს გამოძიება.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24785″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]