დედოფლისწყაროში ახალი პროექტი ამოქმედდა

დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ნულიდან ექვსი წლის ჩათვლით ბავშვების სამედიცინო მომსახურებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები გამოიყოფა. ადგილობრივი ბიუჯეტი თითო ბავშვზე წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 500 ლარს გამოყოფს.
ამ ინიციატივით დედოფლისწყაროს საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მიმართა.

ინიციატივის მიხედვით, გაწეული ხარჯების დაფინანსება ან თანადაფინანსება იმ სამედიცინო მომსახურებას შეეხება, რომელიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ანაზღაურდება.

თვითმმართველობის ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის პერიოდში მოქალაქე რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდეს 150 000-ს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგებლის მიერ ინიცირებულ პროექტს საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. პროექტი უკვე ამოქმედდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button