რატომ არ განახლდა ლაგოდეხის ბაგა-ბაღებში სწავლა?
ლაგოდეხის ბაგა-ბაღებში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა დათქმულ დროს ბაღები არ გახნილა.
მშობლების ინფორმაციით, მიზეზი საკვები პროდუქტები გახდა.
რატომ არ განახლდა ლაგოდეხის ბაგა-ბაღებში სწავლა? ამ კითხვაზე ლაგოდეხის ბაღების გაერთიანების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათი ჭანკოტაძე გვეუებნება, რომ 20 იანვრისთვის კვებითი პროდუქტების შეძენაზე ტენდერის დასრულება ვერ მოესწრო და ამიტომ სასწავლო პროცესი 25 იანვარს განახლდება.