1$ 2.49 ლარი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
კერძოდ, 26 იანვარიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.49 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.46 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, 26 იანვრიდან ერთი ევროს შეძენა 2.69 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.67 ლარს შეადგენდა.