ახმეტაში 15 წლის მოზარდი დაიჭრა

უბედური შემთხვევა მოხდა ახმეტაში. რადიო “ჰერეთის” წინასწარი ინფორმაციით, სოფელ მატანში მეზობლის მიერ სანადირო თოფიდან შემთხვევით გავარდნილმა ტყვიამ 15 წლის ახალგაზრდა გოგონა მუცლის არეში დაჭრა. მომხდარს ადასტურებს შს სამინისტრო.

არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯერ ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა შემდეგ კი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც ექიმების “ჰერეთთან” საუბარში ამბობენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მიმხდარზე აღძრულია სისხლის სამმართის საქმე. გამოძიებას ახმეტის რაიონული პოლიცია აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button