აშშ-ში უპილოტო თვითმფრინავის მფლობელი დააპატიმრეს, რომელიც ცათამბჯენს შეეჯახა
ნიუ-იორკში უპილოტო თვითმფრინავის მფლობელი დააპატიმრეს, რომლიც კუთვნილი დრონი The Empire State Building-ის 102 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა.
როგორც The New York Times-ი წერს, შტატ ნიუ-ჯერსის მკვიდრი, 27 წლის შონ რიდლი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან შენობის დაცვას დრონის ჩამოხსნა სათხოვა, რომელიც 36-ე სართულის კარნიზზე დაეცა.
პოლიციის მონაცემებით, რიდლი დრონს შუა მანჰეტენიდან, სადაც ცათამბჯენია განლაგებული, კამერით მართავდა. მაგრამ უპილოტო თვითმფრინავმა სიმაღლე უეცრად დაკარგა და შენობის მე-40 სართულს შეეჯახა, შემდეგ კი 36-ე სართულის კარნიზზე დაეცა. ამის შემდეგ, კაცი შენობაში შევიდა და დაცვას დახმარება სთხოვა.
დაცვამ დახმარების მაგივრად პოლიცია გამოიძახა და დრონის მფლობელი დააკავა.
პოლიციამ რიდლი თვითმფრინავის უკანონო მართვაში და ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციის შექმნაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ The Empire State Building-ის 102 სართულიანი ცათამბჯენი ნიუ-იორკში 1931 წლის 1 მაისს გაიხსნა. სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკულმა საზოგადოებამ შენობა მსოფლიოს ერთ-ერთ თანამედროვე შვიდ საოცრებათა სიაში შეიტანა. The Empire State Building-ი ასევე უდიდეს ცათამბჯენთა მსოფლიოს ფედერაციას ეკუთვნის.