ასწლოვანი ხეების ჭრა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2016/02/cms-image-000007394.jpg)
ციხისძირში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ახალგაზრდა იურისტები და პარტიზანი მებაღეები, ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას და მასზე ნებისმიერი სახის მშენებლობის აკრძალვას მოითხოვს.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე დაწყებული პროცესი არ შეწყდება.