არგენტინელმა ფეხბურთელმა მსაჯი წითელი ბარათის გამო მოკლა

მსაჯი სესარ სანჩესი სიცოცხლეს გამოასალმეს მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთ მოთამაშეს წითელი ბარათი აჩვენა, – იუწყება პორტალი Goal.com.

ინციდენტი არგენტინის ქალაქ კორდოვაში ფეხბურთის მატჩის მსვლელობის დროს მოხდა. ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მეტოქეს დაარტყა, რის შემდეგაც 48 წლის მსაჯმა დამნაშავე მოედნიდან გააძევა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაჯარიმებული ფეხბურთელი მოედანზე იარაღით დაბრუნდა და მსაჯს თავში, კისერსა და გულმკერდში სამჯერ ესროლა. არბიტრი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის დროს აგრეთვე ფეხბურთელი ვალტერ სარატეც დაიჭრა. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

Goal.com.-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი მიიმალა. ამჟამად მას პოლიცია ეძებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button