მრეწველები შესაძლოა კოალიციის გარეთ აღმოჩნდნენ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2016/02/sddefault.jpg)
დარჩება თუ არა ფრაქცია მრეწველები კოალიციის შემადგენლობაში, ამის შესახებ ქართული ოცნება უახლოეს პოლიტსაბჭოზე იმსჯელებს, რომელიც პრემიერმინისტრის ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ გაიმართება.
რესპუბლიკელებთან დაპირისპირებისა და გოგი თოფაძის განცხადებების გარდა, მრეწველებს დამატებითი განმარტებების გაკეთება საგარეო კურსთან დაკავშირებითაც მოუწევთ.
როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, ამ კუთხით მათ გოგი თოფაძის თანაგუნდელებთან ბევრი კითხვა აქვთ.