ჯონ ლენონის თმა აუქციონზე 35 ათას დოლარად გაიყიდა [Photo/Video]
ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის – The Beatles-ის ყოფილი სოლისტის, ჯონ ლენონის მოჭრილი თმის კულული ამერიკის ქალაქ დალასში აუქციონზე 35 ათას დოლარად გაიყიდა, – იუწყება აუქციონის სახლი Heritage Auctions.
ლოტის საწყისი ფასი 10 ათას დოლარს შეადგენდა.
1967 წელს, გერმანელმა პარიკმახერმა, კლაუს ბარუკმა 10 სანტიმეტრიანი წაბლისფერი თმის კულული ჯონ ლენონს ჰამბურგში მოაჭრა, სადაც მომღერალს ანტისაომარ მხატვრულ ფილმში – “როგორ მოვიგე ომი” მთავარ როლში იღებდნენ. ბარუკმა კულული სამახსოვროდ დაიტოვა და მას თითქმის 50 წელი ინახავდა.
აუქციონის წარმომადგენლების თქმით, ეს კულული ექს-ბიტლის მოჭრილი და შემონახული თმიდან ყველაზე გრძელია, რომელიც აუქციონზე ოდესმე გამოფენილა. ანიშნული ლოტი ბრიტანელმა კოლექციონერმა 35 ათას დოლარად შეიძინა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29914″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]