გერმანელებს მიგრანტების საერთო საცხოვრებლის დაწვა გაუხარდათ [Photo/Video]

ხანძარს, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში განლაგებულ მიგრანტების საერთო საცხოვრებელს გაუჩნდა, ზოგიერთი ადგილობრივი მკვიდრი აღფრთოვანებით შეხვდა, – გვაცნობებს Daily Mail.

21 თებერვალს ქალაქ ბაუტცენში განლაგებულ ყოფილ სასტუმროს, რომელშიც მიგრანტები უნდა განეთავსებინათ, ცეცხლი მოეკიდა. პოლიციის მონაცემებით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხანძრის ლიკვიდეირებაში მეხანძრეებისთვის ხელის შეშლა სცადეს. საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრმა, სტნისლავ ტიპლიჩმა განაცხადა, რომ ასეთი ქმედება დანაშაულია.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. საქმეს ის ექსპერტები იძიებენ, რომლებსაც, როგორც წესი, ექსტრემიზმის აქტების გამოსაკვლევად იწვევენ ხოლმე.

გამოცემის ინფორმაციით, სასტუმროში 300 მიგრანტი უნდა განეთავსებინათ. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც გაზეთი Tagesspiegel-ი წერს, 21 თებერვალს ქალაქ კლაუსნიცეში ადგილობრივმა პროტესტანტებმა ლტოლვილებით სავსე ავტობუსს ალყა შემოარტყეს და იქ მსხდომ მიგრანტებს ქუჩაში გასვლის საშუალება არ მისცეს. ხოლო ბრანდენბურგის რაიონში სააგიტაციო პროკლამაციები და ბუკლეტები გაავრცელეს, მოწოდებით: “უცხოელების შემოღწევას გერმანიაში წინააღმდეგობა გავუწიოთ!”.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29902″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button