“გაზის დამატებითი მოცულობების ყიდვის საჭიროება აღარ არის”
საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.
შესაბამის ხელშეკრულებებს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარს შორის ხელი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა.ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.
ამასთან, შემცირდება სოკარიდან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი. საუბარია გაზგასამართი სადგურებისთვის მისაწოდელები აირის ფასზე. ეს კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, დამატებითი მოცულობების ყიდვის აუცილებლობა აღარ არსებობს.