ობამა კუბაში უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს [Video]

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და კუბის ლიდერ რაულ კასტროს პრესკონფერენციის დროს უხერხული სიტუაცია შეიქმნა, – იუწყება ABC.

ვიდეოზე ასახულ კადრებზე ჩანს, რომ ამერიკის პრეზიდენტს კასტროსთვის მხარზე ხელი დადება უნდოდა, მაგრამ 84 წლის კუბელმა რავოლუციონერმა ეს მეგობრული ჟესტი ვერ მიიღო და ობამას ხელი დაუჭირა.

ჟურნალისტების ვარაუდით, კასტრომ ობამას ხელი იმიტომ ასწია, რათა უკანასკნელს, სოლიდარობის ნიშნად, მუჭი ეჩვენებინა. მაგრამ ამერიკის ლიდერმა მუჭი არ შეკრა და მისი ხელის მტევანი უხერხულად დაეკიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button