დაკავება იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ტარებისთვის

შსს-მ 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი თბილისში იარაღის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ტარების ბრალდებით დააკავა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებლის ჩხრეკისას, BiKAl-442-ის მოდელის პისტოლეტი, 6 საბრძოლო ვაზნა და პრეგაბალინის შემცველი 1,5 გრ ფსიქოტროპული საშუალება „ლირიკა“ ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.